რეგიონი

თელავში მოსახლეობა აქციებს აანონსებს

თელავის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს და საპროტესტო აქციებით იმუქრება.
თვეზე მეტია, ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემა აქვთ და დახმარებას ითხოვენ.

” ბოლო ერთი თვეა გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. რეზერვუარები დავდგით, რომ იმით მაინც ვისარგებლოთ, მაგრამ ისიც აღარ ივსება, წყალი საერთოდ გაქრა. თითქოს გრაფიკი დაგვიწესეს, მაგრამ არც იმ გრაფიკით მოდის. წყალმომარაგების კომპანია მხოლოდ გადასახადს ითხოვს, ფაქტიურად, არარსებული წყლის საფასურს. ვიღას მივმართოთ, არ ვიცით“-ამბობენ ადგილობრივები.

მოსახლეობა სოციალური ქსელით ერთმანეთს საპროტესტო აქციების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, წყლის დებეტი კლიმატური პირობების გამო შემცირებულია.

კომპანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ორ პროექტს ახორციელებს და წყლის დებეტის გაზრდისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპანიის ცნობით, თელავში მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 31 მილიონ ლარს შეადგენს.

სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
სასმელი წყლის დებეტის შევსებამდე, მოსახლეობას სასმელ წყალს ავტომზიდების საშუალებით აწვდიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button