რეგიონი
ბადაგონი კახეთში 14 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

ვიცე- პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სასტუმროს ასაშენებლად სიმბოლური კაფსულა ჩააგდო
პრემიუმ კლასის სასტუმრო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში აშენდება, სადაც 14 მილიონი ლარის ინვეტიციას კომპანია ბადაგონი განახორციელებს.
სასტუმრო 32 ნომრიანი იქნება და წელიწადში, 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას შეძლებს.
სასტუმროს გახსნა 2023 წლის აგვისტოში იგეგმება.
მანამდე, ვიცე- პრემიერმა, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე კომპანია ,,ბადაგონის“ საწარმო დაათვალიერა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ესწრებოდა.