მნიშვნელოვანისიახლეები

ქართველი დეპუტატები უკრაინაში რადას დეპუტატებს ხვდებიან

საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება, მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა

ქართველი დეპუტატები უკრაინაში რადას დეპუტატებს ხვდებიან. მეგობარი ქვეყნისთვის სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატავად, ქართველი პოლიტიკოსები უკვე მეორე დღეა კიევში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.

უკრაინაში იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის, “ლელოსა” და “დროას” ლიდერები. შეხვედრა დღეს მათ საქართველო-უკრაინის მეგობრობის ჯგუფთან, რადას საკომიტეტო შენობაში გამართეს.

ვისურვებდი, რომ ქართულ ოპოზიციასთან ერთად კიევში ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ვფიქრობ, ოპოზიციის აქტიურობამ ამ მიმართულებით, უკრაინელების თვალში საქართველოს მიმართ რეაბილიტაცია მოახდინა, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, რთული წარმოსადგენია, როდესაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმასთან ძალიან ახლოსაა და საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხმას არ იღებს.

,,ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია იმყოფება კიევში, ისინი გამართავენ შეხვედრას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვისურვებდი, რომ ქართულ ოპოზიციასთან ერთად კიევში ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ვფიქრობ, ოპოზიციის აქტიურობამ ამ მიმართულებით რეაბილიტაცია მოახდინა უკრაინელების თვალში საქართველოს მიმართ. ალბათ ბევრს არც სჯეროდა, რომ შესაძლებელია რუსეთი ძალიან ახლოს ყოფილიყო უკრაინაზე თავდასხმისთვის და საქართველოს ხელისუფლებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხმა არ ამოეღო. როდესაც ასეთი მოცემულობა შეიქმნა აუცილებელი გახდა ქართული ოპოზიციის აქტიურობა და მიხარია, რომ უკრაინაში ჩვენს პარტიასთან ერთად არიან პარტია ,,დროა” და ,,ლელო”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

არ მგონია, ჩვენი პარლამენტის წევრები კიევში მოგზაურობით დიდ საგმირო საქმეს ჩადიოდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის ნაწილის უკრაინაში ჩასვლის თემაზე საუბრისად განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, უკრაინისადმი მხარდაჭერის პოლიტიკური აქტი თავად ხელისუფლების მხრიდან უნდა ხორციელდებოდეს, „რადგან მოგვწონს თუ არა, ქართველი ხალხის ნებას ხელისუფლება გამოხატავს და მისი მესიჯი უფრო მძლავრია“.

„კიევში წასვლას არა აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა ჰქონდა პოლიტიკურ აქტს, როდესაც საქართველოს მაღალი თანამდებობის ოფიციალური წარმომადგენლები მხარდაჭერას კიევში ჩასვლით გამოხატავდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ან კონკრეტული თანამდებობის პირები ხელისუფლებიდან რომ ჩავლენ, დაისვენებენ და ჩამოვლენ, ამას მხარდაჭერასთან დიდი კავშირი არა აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თინა ბოკუჩავას და გიორგი ბოტკოველის ხმა

საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება, მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის, რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: „როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება“. შემდეგი შეიძლება საქართველო იყოს, –  განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა

როგორც ევროპარლამენტარი განმარტავს, დღეს, მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსი არ არის ევროპული გზისკენ მიმართული.

„საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება – მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება. შემდეგი შეიძლება საქართველო იყოს, შეიძლება სწორედ საქართველოს საზღვრებთან ვნახოთ რუსული დანაყოფების კონცენტრაცია და ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს – უკრაინა საქართველოზე ლამის ათჯერ დიდია და, როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, ჯერ ყველაზე დიდი და მსუყე ნაჭრით დაიწყოს. იმედგაცრუებები ჩნდება და ქრება ხოლმე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მზარდ წინააღმდეგობას ვაწყდებით პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართ. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, მმართველ პარტიაში არიან სხვადასხვა ადამიანები, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მთლიანობაში, ვერ ვხედავთ მმართველი ძალის სრულ მზაობას, საქმე ევროპული გზისადმი ერთგულებით აკეთონ. ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათ დღის წესრიგშია, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს დღის წესრიგი ძალიან პოლიტიზებული და ინდივიდუალურია და არ შეესაბამება ევროპულ აღქმას, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს საქმე. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საუკეთესო მაგალითი, რაც, თავის მხრივ, შიდა პოლიტიკისადმი ნდობას არ აძლიერებს. ვწუხვარ, მაგრამ მომიწევს თქმა, რომ ქართული ე.წ. ლიდერშიფის განცხადებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას”, – განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button