რეგიონი

კახეთში ცოლ-ქმარი ფერმაში მოკლეს

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს
შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შუა ხნის ასაკის ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ მწყემსმა დახოცა.

კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.

უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა უკვე იდენტიფიცირებულია და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.
შუა ხნის ასაკის ცოლ-ქმარი, რომლებიც ყვარლის მუნიციპლიტეტიდან არიან, სავარუდოდ, მათთან მომუშავე მწყემსმა მოკლა.
შემთხვევა გამთენიისას, ერთ-ერთ ფერმაში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ იმყოფება პოლიცია, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
გარდაცვლილები, ექსპერტიზისათვის პროზექტურაში არიან გადასვენებული.

რადიო ჰერეთი მომხდარის დეტალებს არკვევს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button