რეგიონი

გურჯაანში ჩაკრულოს ოქროს ხმა გარდაიცვალა

საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო ანსამბლის წევრი, ამერიკელების მიერ კოსმოსში გაშვებული სიმღერის შემსრულებელი, როსტომ საგინაშვილი 81 წლის ასაკში, მშობლიურ სოფელში გარდაიცვალა.

ბოლო წლების განმავლობაში, როსტომ საგინაშვილი მძიმედ ავადმყოფობდა და კოლაგში, მშობლიურ სახლში ცხოვრობდა.
ოქროს ფირფიტა , რომელზეც როსტომ საგინაშვილისა და ილია ზაქაიძის მიერ შესრულებული “ჩაკრულო” იყო ჩაწერილი კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერმა“, მზის სისტემაში 1977 წელს გაიტანა.

ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ , მსოფლიოს 27 საუკეთესო სიმღერასთან ერთად, როგორც ვარსკვლავთშორისი
გზავნილი უცნობ ცივილიზაციებს, კოსმოსში გასაგზავნად „NASA“-მ შეარჩია.

ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერა კოსმოსში დღემდე ისმის.

მსგავსი პოსტები

Back to top button