მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას

ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, მხარს უჭერს პარტნიორი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონტსრუქციულობისკენ.

საქართველოზე საუბარია ევროპარლამენტის ანგარიშში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ. დებატები ევროპის საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა.

დოკუმენტში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის როლის გაზრდის აუცილებლობაზეა საუბარი.

ევროპარლამენტი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.

გმობს საოკუპაციო ძალების მხრიდან პროვოკაციებს, მიმდინარე ბორდერიზაციას, ადამიანთა გატაცებებს, მკვლელობებსა და უკანონო დაკავებებს.

ევროპარლამენტის დოკუმენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებზე ცაკლე ჩანაწერია.

მსგავსი პოსტები

Back to top button