რეგიონი

გარდაცვლილი ჩვილის საქმეზე დედას ბრალს დღეს წაუყენებენ

ფოთში, მალთაყვის დევნილთა ახალ დასახლებაში,ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ დედას,34 წლის დიანა კაზნაფეროვას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა.

ჩვილის ცხედარი საკანალიზაციო მილში მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და დასახმარებლად სანტექნიკი გამოიძახეს.
მეზობლები ვარაუდობენ, რომ 34 წლის ქალმა ბინაში იმშობიარა. ახლა ექსპერტიზამ ის უნდა დაადგინოს,ბავშვი იყო თუ არა დაბადების დროს ცოცხალი.

სამართალდამცველებმა ქალი იმავე საღამოს დააკავეს. გუშინ კი მას სამშობიარო სახლში კვლევები ჩაუტარდა, რის შედეგადაც
მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ქალი ხუთი დღის ნამშობიარევი იყო.
ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ქალი 5 წლის ბიჭთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button