მნიშვნელოვანისიახლეები
როგორ განხორციელდება იმპორტირებული წამლების ხარისხის კონტროლი

როგორ მოხდება იმპორტირებული წამლების ხარისხის კონტროლი და ჯმპ სტანდარტის დაკმაყოფილება, საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. ინიცირების მიზანს კი მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა მიმართულია უხარისხო წამლების იმპორტის აღკვეთისკენ.
მიხეილ სარჯველაძის ხმა