რეგიონი

არასამთავრობო ორგანიზაცია ” ვეჟინის” დამფუძნებელი, ლაურა ხარიტონაშვილი გარდაიცვალა

კორონავირუსით არასამთავრობო ორგანიზაცია ” ვეჟინის” დამფუძნებელი, ლაურა ხარიტონაშვილი გარდაიცვალა.

გარდაცვლილს, ვირუსით წარმოშობილი გართულებების გამო, გურჯაანის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხარიტონაშვილი წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე, ადგილობრივი თემების განვითარებასა და ქალთა უფლებებზე.

ორგანიზაცია ” ვეჟინის” ხელმძღვანელი აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდული პროექტების განხორციელებასა და ეთნიკურ უმცირესობებში ქალის როლის გაძლიერების გაძლიერების პროცესში.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ლაურა ხარიტონიშვილმა, ათობით მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button