რეგიონი

ბათუმის მერია ბულვარში უკანონო ნაგებობების დემონტაჟს ახორციელებს

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის,ბულვარში აღნიშნული პლაჟი 2010 წელს თურქულ კომპანიას „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა.
ასევე,კომპანიის მიერ უკანონოდ განხორციელდა შენობა-ნაგებობის განთავსება ბულვარის ტერიტორიაზე.

“შესაბამისი სამსახურების მხრიდან, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიამ უარი განაცხადა განეხორციელებინა უკანონო შენობის დემონტაჟი.

სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმის მერიის მიერ გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება და დაიწყო უკანონოდ განთავსებული ნაგებობების დამონტაჟი.”,-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ტერიტირიაზე წლების განმავლობაში რესტორნები და კაფე ბარები ფუნქციონირებდა.

“პიერ ბათუმის” მეპატრონეს ფართები გაქირავებული ქონდა.

ფართების მფლობელები დემონტაჟს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ისინი არავის გაუფრთხილებია და მათ ამ ბიზნესში სოლიდური თანხა აქვთ ჩადებული.

ადგილზე ოპოზციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ,ბათუმში გოგოლის ქუჩაზე ე.წ. ჩინური კვარტალი უკანონოდ შენდება და ისიც უნდა დაინგრეს.

ადგილზე მუშაობს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია და აღსრულების პოლიცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button