რეგიონი

ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოს პატიმრობაში დარჩენა თავადვე სთხოვა

ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოს პატიმრობაში დარჩენა თავადვე სთხოვა-რას ამბობს ადვოკატი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, თავადვე სთხოვა.

35 წლის მამაკაცის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის 10 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა ბრალდებული მისი უფლებების დამცველს არ დაეთანხმა.

სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა, სადაც ბრალდებულის მიმართ, დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობის საკითხი ხელახლა განიხილებოდა.
ადვოკატი, ლეილა გარსევანიშვილი, ადასტურებს, რომ ბრალდებულმა, მისი პოზიცია არ გაიზიარა.

” ნამდვილად ასე იყო, თუმცა, ეს მისი პროცესუალური უფლებაა და კანონის დარღვევა არ არის. არ მგონია, რამის ეშინოდეს უფრო ვთვლი რომ აცნობიერებს რა სიმძიმის დანაშაულია ჩადენილი. როცა დავკითხავთ, მასალებს გავეცნობი და პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, მაშინ უფრო ადვილი იქნება ამ საკითხზე საუბარი. ჯერჯერობით, დუმილის უფლება აქვს გამოყენებული- განაცხადა ადვოკატმა, ლეილა გარსევანიშვილმა.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ კონდოლში 10 თებერვალს, ერთ- ერთ ფერმაში მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცმა, მასთან ერთად ფერმაში დასაქმებული ცოლ-ქმარი, ფულის გამოძალვის მიზნით, არასრულწლოვანი ქალიშვილის თვალწინ დახოცა.

მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულმა გოგონა გათოკა, საწოლზე მიაბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო და მამაკაცს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა დაუსწრებლადვე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა იყო გამოყენებული
სამართალდამცავებმა ბრალდებული რამდენიმე დღის შემდეგ, ბათუმში დააკავეს .

მამაკაცი, ამჟამად, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში იმყოფება და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
წინასასამართლო სხდომა, მარტის თვეშია ჩანიშნული.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button