რეგიონი

ამერიკაში მცხოვრებმა თელაველმა ექიმმა უკრაინის არმიას უპილოტო საფრენი აპარატები გაუგზავნა

ამერიკაში მცხოვრებმა თელაველმა ექიმმა უკრაინის არმიას რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატები გაუგზავნა, თავად კი უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად, პოლონეთში ჩავიდა.

ინფორმაცია ამის შესახებ, ექიმმა დავით მრელაშვილმა თავად გამოაქვეყნა.

“პოლონეთში მივფრინავ, რომელიც ახლა ფაქტიურად, მსოფლიოს ჰუმანიტარული დახმარების ეპიცენტრია უკრაინის საზღვართან. ასიათასობით ლტოლვილია, რომლებსაც არანაკლები დახმარება ჭირდება, ვიდრე უკრაინაში მყოფებს.
თან მიმაქვს სამი გაძეძგილი ჩემოდანი – ამერიკული მყისიერი სისხლდენის შემაჩერებელი ფხვნილის პაკეტები, მკერდის გამჭოლი ჭრილობის ვაკუუმური “ლატკები”, პირველადი დახმარების საგნები, პორტატული დეფიბრილატორი, სამხედრო გამოყენების რაციები, დრონები. ეს ზღვაში წვეთია რა თქმა უნდა იმ დახმარებსთან რასაც მთლიანი სახელმწიფოები ახორციელებენ, მაგრამ ზღვა კოვზით დაილიაო – ხომ გაგიგიათ? ეს ჩემი ოფლის რამოდენიმე წვეთია რომლებიც უკრაინელების სისხლის წვეთებს დაზოგავს,”- წერს მრელაშვილი.

დავით მრელაშვილმა უპილოტო საფრენი აპარატების მცირე პარტია უკრაინის არმიას უკვე გადასცა და საერთო ჯამში, მათთვის
100 DJI ფირმის “დრონის” ჩუქებას გეგმავს.

ქართველი ექიმი, აპარატების შესაძენად, თანამოაზრეებს თანხის შეგროვებისკენ მოუწოდებს.

დავით მრელაშვილს კოლეგები საქართველოდანაც შეუერთდებიან და პოლონეთში ლტოლვილ უკრაინელებს შესაბამის დახმარებას აღომუჩენენ.

თელაველი ექიმი პირველია, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბინაზე მყოფი პაციენტებისათვის, საქართველოში პირველი ონლაინ – კლინიკა შექმნა.

კლინიკა გურჯაანში ფუნქციონირებს და დღის განმავლობაში, ასობით პაციენტს ემსახურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button