ჰააგის სასამართლომ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო
ამ წუთებში გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საქმეზე პირველი მოსმენა იმართება. ჰააგაში სიტყვით უკრაინის მხარე გამოდის. უკრაინა ითხოვს სასამართლომ საქმე გაეროს გენოციდის წინააღმდეგ კონვენციის შესაბამისად განიხილოს.
კიევს სურს მოსამართლეებმა რუსეთის თავდასხმა გენოციდად შეაფასონ და ამავე დროს უარყონ მოსკოვის განცხადება, რომ უკრაინა ახორციელებდა გენოციდს ქვეყნის აღმოსავლეთში.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ გენოციდი არ ხდება და სასამართლოს საქმის საწარმოებლად საფუძველი არ აქვს.
რუსეთის წინააღმდეგ საქმეს კიდევ ერთი – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს. სარჩელი ეხება რუსეთის პრეზიდენტის, ასევე კრემლის სხვა ფუგურების პასუხისმგებლობას უკრაინაში ომის, ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებელთა ჯგუფი უკრაინაში უკვე გაემგზავრა.
ჰააგის სასამართლომ უკრაინის სარჩელი პირველ მარტს მიიღო. პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნა იყო, რომ სხდომა ორშაბათს ჩანიშნულიყო.