მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
ოკუპანტების თანამზრახველი
თორნიკე რიჟვაძე უკრაინული myrotvorets-ის სიაში
ოკუპანტების თანამზრახველი – ამ სექციაში შეიყვანა უკრაინულმა საიტმა myrotvorets აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მიზეზი მისი მხრიდან გაკეთებული განცხადება გახდა, რომელმაც დასმულ კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, ჟურნალისტები “დარგის ექსპერტებთან” გადაამისამართა.
myrotvorets [მშვიდობისმყოფელი] – უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, ჰუმანურობისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების კვლევის ცენტრი;
საიტი უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობს და აღრიცხავს იმ მოხალისეებს, დაქირავებულ მკვლელებს, სამხედროებსა, თუ ომის დამნაშავეებს ვინც ოკუპანტების მხარეს იბრძვის.