მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა – სუმიში აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია

სუმის საცხოვრებელი უბნების რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად ნანგრევიდან 9 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათგან ორი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელწიფო სამსხურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თქმით, 7 მარტს სუმიში, საცხოვრებელ კორპუსებზე ავიაიერიში განხორციელდა. მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ ცხრა დაღუპულის შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა „უკვე დადგენილია 18 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ორი ბავშვის გარდაცვალების ფაქტი“.

გერაშჩენკოს თქმით, სუმიში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა მხოლოდ რუსების სინდისზე კი არ არის, არამედ იმ ევროპელი პოლიტიკოსების, რომლებსაც „ჯერ არ გადაუწყვეტიათ ძლიერი საზენიტო რაკეტების გადაცემა ან ცის დახურვა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button