რეგიონი

სირცხვილია!-წარწერა ალტ ინფოსთან

სირცხვილია!- ასეთი წარწერა დატოვეს ალტ ინფოსთან დაკავშირებული კონსერვატიული მოძრაობის საგარეჯოს ოფისზე.

შენობის გარე ფასადზე გამოსახულია Z სიმბოლოც, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, უკრაინაში შეყვანილ საომარ ტექნიკაზე აქვთ გამოსახული.

წარწერები შენობის ფასადზე, დღეს, დილით გამოჩნდა.

კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლები ჟურნალისტებს არ ეკონტაქტებიან და ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სოციალურ ქსელში, კახეთის რეგიონის ჯგუფებში მასიურად გაჩნდა მოწოდებები კონსერვატიული მოძრაობის ოფისების დახურვის შესახებ.

პოსტების ავტორები გაქირავებული ფართების მესაკუთრეებს, რუსული იდეოლოგიის პარტიებთან ხელშეკრულებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

დღეს, საგარეჯოში კონსერვატიული პარტიის ოფისების აკრძალვის მოთხოვნით, ადგილობრივები საპროტესტო აქციასაც გეგმავენ.

ორი თვეა, კონსერვატიულმა მოძრაობამ, რომელსაც გამოკვეთილად პრორუსული მიმართულება აქვს, კახეთში ხუთი, თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს ოფისები გახსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button