კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 857 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 631 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 716 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 637 691.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 551 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 590 380.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 585 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 672 შემთხვევა
📌აჭარა – 61
📌იმერეთი – 253
📌ქვემო ქართლი – 56
📌შიდა ქართლი – 132
📌გურია – 110
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150
📌კახეთი – 156
📌მცხეთა-მთიანეთი – 37
📌სამცხე-ჯავახეთი – 43
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 637 691 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 585 ადამიანი.