ბაიდენმა პუტინს “ომის დამნაშავე” უწოდა”

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს “ომის დამნაშავე” უწოდა. აღსაღნიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბაიდენმა პუტინი მსგავსი ტერმინით მოიხსენია.
ამ დრომდე აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ფრაზის გამოყენებას თავს არიდებდა, მათ შორის მაშინაც, როცა ჟურნალისტები კითხვას პირდაპირ უსვამდნენ. თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა თქვა: “მე ვფიქრობ, რომ ის ომის დამნაშავეა”
აშშ-ის ადმინისტრაცია ამ დრომდე თავს არიდებდა ამ ფრაზის გამოყენებას, მაშინაც კი, თუკი კითხვას პირდაპირ უსვამდნენ. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ თქვა, რომ ბაიდენის სიტყვები “გულიდან იყო წამოსული”, მას შემდეგ, რაც ტელევიზიით იხილა “სასტიკი დიქტატორის ბარბაროსული ქმედებები, უცხო ქვეყანაში შეჭრისას”.
თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ “სამართლებრივი პროცესი”, ომის დანაშაულის ბრალდებების გამოსაძიებლად, “სახელმწიფო დეპარტამენტში გრძელდება”.
რუსეთი უარყოფს მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღებას, მიუხედავად მედიით აღრიცხული უხვი მტკიცებულებისა, რომელიც საპირისპიროს აჩვენებს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბაიდენის განცხადებას უწოდა “მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკა” – იუწყება სააგენტო Tass-ი.
პუტინმა სამი კვირის წინ გასცა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ბრძანება, რასაც თავად უწოდებს “სპეცოპერაციას”, უკრაინის “დემილიტარიზაციის”, “დენაციფიკაციის” და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მიზნით.
გასული წლის მარტში ბაიდენმა თქვა, რომ, მისი აზრით, პუტინი “მკვლელია”, რასაც მოჰყვა დიპლომატიური სკანდალი, რუსეთმა ვაშინგტონიდან თავისი ელჩი კონსულტაციისთვის გაიწვია.
შეგახსენებთ რომ 16 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს პირველად უწოდა “ომის დამნაშავე” უკრაინაში შეჭრის გამო.