მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა უკრაინაში უკვე 109 ბავშვი მოკლეს

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 18 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჯამში ეს ციფრები ასე გამოიყურება: კიევში – 55, ხარკოვში – 34, დონეცკში – 26, ჩერნიგოვში – 29, მიკოლაივში – 20,
ჟიმიტომირი- 15,სუმიში – 14 და ხერსონში – 14 ბავშვი დაშავდა, ან დაიღუპა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 439-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, აქედან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე დიდი ზარალია დონეცკში, სადაც 126 ასეთი დაწესებულება განადგურდა, ხარკოვში – 77, მიკოლაევში – 39, სუმიში – 32, კიევში – 41. ხერსონის რეგიონები – 21 და კიევი – 35.

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button