ბრედ პიტის ქალიშვილი ითხოვს, რომ მას ჯონი დაუძახონ [Photo/video]
ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა სპეციალისტთან კონსულტაცია გაიარეს, მათ თავიანთი 9 წლის ქალიშვილის, შაილოს უცნაური საქციელი აღელვებთ.
საქმე ისაა, რომ გოგონამ, უკვე 6 წელია, რაც კაბების ჩაცმაზე უარი განაცხადა, სულ „ომობანას“ თამაშობს და ითხოვს, ჯონი დამიძახეთო.
ვარსკვლავურმა წყვილმა ექიმს შეკითხვა დაუსვა, გოგონა უფროსი ძმების გავლენის ქვეშ ხომ არ მოექცაო, მაგრამ ფსიქოლოგმა ისინი დაარწმუნა, რომ შაილო ისეთია, როგორიც არის და შეასაძლოა, გარდატეხის ასაკში კეკლუც ქალიშვილად გადაიქცეს.
სპეციალისტის აზრით, კარგია, რომ მშობლები გოგონას კაბების ჩაცმას და თოჯინებთან თამაშს არ აიძულებენ. უმჯობესია, შაილოს ისეთი ტანისამოსი უყიდონ, როგორიც მას მოსწონს და მის ახირებას ყურადღება ნაკლებად მიაქციონ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18292″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]