მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთისა და იაპონიის პარლამენტებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამჯერად საფრანგეთისა და იაპონიის პარლამენტებს მიმართავს.
საფრანგეთის სენატისა და ეროვნული ასამბლეისადმი ზელენსკის მიმართვა ადგილობრივი დროით 15:00 საათზეა დაგეგმილი, იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატას კი უკრაინის პრეზიდენტი, ადგილობრივი დროით, 18:00 საათზე ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მსოფლიო მასშტაბით საპარლამენტო ტრიბუნა უკვე არაერთი სახელმწიფოს პარლამენტმა დაუთმო.