რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში ერისთავის ქუჩაზე ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლები 44 წლის ჯ.ქ. და 56 წლის ბ.თ. დააკავეს. მათ ბრალი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ.

პოლიციამ, მათი პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის 2 ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button