მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

პრეზიდენტმა დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთ მთავარ ფრონტად მოიხსენია და აღნიშნა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები იმ მიზეზით გაიწვია, რომ მათ ვერ შეძლეს მიეღწიათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის, ან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში შედეგებს ელის სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში მყოფი უკრაინის წარმომადგენლებისგან, ასევე უკრაინის სამხედრო ატაშეებისგან.

უკრაინის პრეზიდენტის ხმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებაზე ხელმოწერამდე, ზელენსკი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვთან 1-ელი მარტიდან კონსულტაციებს მართავდა. ამ პერიოდიდან დოლგოვის მოვალეობას უკრაინის დიპლომატიური მისიის სხვა წარმომადგენელი ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button