კახეთის მიმართულებით 97 მილიონი ევროს ღირებულების გზა აშენდება

კახეთის მიმართულებით 97 მილიონი ევროს ღირებულების გზა აშენდება.
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობისათვის მსოფლიო ბანკი 97 მილიონ ევროს გამოყოფს.
შესაბამის შეთანხმებას მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა ხელი უკვე მოაწერა.
პროექტის თანახმად, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ჩაქროსნული ავტომაგისტრალის ფარგლებში, საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზე, 17 კმ სიგრძის ოთხ ზოლიანი გზა, ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები აშენდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი ამბობს, რომ საავტომობილო კვანძის მშენებლობა 600- მდე ადამიანს დაასაქმებს.
“ეს არის ახალი სიცოცხლე ზოგადად რეგიონისთვის, რომელიც დამატებით შესაძლებლობას შექმნის ადგილობრივი ბიზნესის განვითარების, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პირველი ეტაპისთვის, შესაძლებელი იქნება დაახლოებით, 500-600 ადამიანის დასაქმება, ხოლო შემდეგ უკვე საშუალო ვადიან და გრძელვადიან პერიოდში, კიდევ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება,“-განაცხადა გიორგობიანმა.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორისა და თბილისი- კახეთის ძირითადი მაგისტრალის ნაწილია.