მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის 11 დასახლება რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

რუსი სამხედროების თავდასხმებს 153 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის 11 დასახლება რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინელებმა კონტროლი აღადგინეს შემდეგ დასახლებებზე:

➡ნოვოვორონცოვკა

➡მალაია შესტერნია

➡ნოვოჰრიჰორივკა

➡ტოპოლინოე

➡კნიაზევკა

➡კრასნოვკა

➡სვობოდნოე

➡კამიანკა

➡პრიგორიე

➡კოჩუბეევკაა

➡ორლოვო.

ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების ოპერაციისას უკრაინელებმა მტერს სამხედრო ტექნიკაც წაართვეს, მათ შორის Т-64 ტიპის ტანკები სრული საბრძოლო მასალით, ასევე ჯავშანტრანსპორტიორები.

ამასთან, Unian-ის ცნობით, უკრაინელებმა ოკუპანტების ჯავშანტექნიკის კოლონა გაანადგურეს ჩერნიგოვის ოლქში.

გარდა ამისა უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 153 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 245 ბავშვზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 859 სასწავლო დაწესებულება, 83 მათგანი სრულად არის განადგურებული. ყველაზე ცუდი ვითარება დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის ოლქებსა და დედაქალაქ კიევშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button