რეგიონი
სოფელ მუჟავაში ეკალ-ბარდებს ცეცხლი მოეკიდა და დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ მუჟავაში ეკალ-ბარდებს ცეცხლი მოეკიდა და დაიწვა. იყო საშიშროება ცეცხლი დასახლებულ პუნტებზე გადასულიყო.
ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობდა.
შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს,თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება,როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე-აცხადებენ უწყებაში.