მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის მიზანია, საბოლოოდ ააშენოს ღია ევრაზია-მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ვლადიმერ პუტინის მიზნებზე საუბრობს და აღნიშნავს რომ პუტინის მიზანია, საბოლოოდ ააშენოს ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი წერს.

ტელეგრამში გავრცელებულ განცხადებაში მედვედევი რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს იმეორებს და უკრაინულ მხარეს ყალბი ამბების გავრცელებაში, დასავლეთს კი “ტროლების ქარხნების” მართვაში ადანაშაულებს.

მისივე თქმით, ასეთი რთული ამოცანები ერთდროულად ვერ მიიღწევა და არ გადაწყდება მხოლოდ ბრძოლის ველზე.

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ პუტინმა მტკიცედ დაისახა მიზნად უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. მისი მიზნებია უკრაინელების ცნობიერების შეცვლა, მომავალი თაობების მშვიდობა და შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ, ააშენონ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.

ამასთან უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან სამი სოფელი გაათავისუფლეს და კონტროლი აღადგინეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინელების შეტევითი მოქმედებების შედეგად, მტერმა კონტროლი დაკარგა დობრიანკას, ნოვოვოზნესენსკოესა და ტრუდოლიუბივკას დასახლებებზე.

ამ დროისთვის ბრძოლები გრძელდება ალექსანდროვკას მახლობლად.

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ მტერი სამხრეთ ბუჟის მიმართულებით ძალების აღდგენას ცდილობს. ასევე, აგრესორები განაგრძობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს.

მსგავსი პოსტები

Back to top button