მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობელი სახელმწიფოების დატერორების შესაძლებლობას

რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობელი სახელმწიფოების დატერორების შესაძლებლობას. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. შემდეგი შესაძლოა იყოს საქართველო, მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ნამდვილი გეგმები ყველასთვის აშკარაა და უკრაინა მხოლოდ დასაწყისია.

„ამ ომზე პასუხისმგებელი რუსული სახელმწიფო უნდა იყოს. რუსი ოფიციალური პირები და სამხედრო მეთაურები, ყველანი დამნაშავენი არიან სამხედრო დანაშაულებში, პასუხი უნდა აგონ იმისთვის, რაც ჩაიდინეს. დეპორტაციის ყველა ორგანიზატორმა და შემსრულებელმა პასუხი უნდა აგოს. რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობლების დატერორების ყოველგვარ შესაძლებლობა. ეს არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას. რუსეთის ნამდვილი გეგმები ყველასთვის აშკარაა. უკრაინა მხოლოდ დასაწყისია. შემდგომ, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ შემდგომ იქნება თქვენი სახელმწიფო, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო, პოლონეთი, შუა აზიის სახელმწიფოები. მოსკოვიდან უკვე ისმის მუქარები ფინეთისა და შვედეთის მიმართ. როგორ შეუძლია ევროპას შეაჩეროს რუსეთის შემდგომი ექსპანსია, თუ ჯერ კიდევ არ შეუძლია შეაჩეროს თუნდაც ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახლა ევროპის პასუხი რუსეთის აგრესიაზე მართლაც ძლიერი და კონსოლიდირებული იყოს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე ან მეოცე პაკეტის შემუშავების ლოდინი. მისი თქმით, ყველაფერი სანქციების მეექვსე პაკეტში უნდა გაკეთდეს.

ლიეტუვის სეიმისადმი ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტში რუსული ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვა უნდა შეიტანოს.

„არ შეიძლება დაველოდოთ სანქციების მეშვიდე, მერვე, მეათე ან მეოცე პაკეტის შემუშავებას, ევროკავშირს ამის გაკეთება შეუძლია და აუცილებლად უნდა ჩართოს იქ ნავთობი, სანქციები დაუწესოს რუსულ ბანკებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ბუჩასა და სხვა ქალაქებში ხოცვა-ჟლეტის, ადამიანების დეპორტაციის, რუსული რაკეტებითა და ბომბებით მშვიდობიანი ქალაქების განზრახ განადგურების ნახვის შემდეგაც კი, ევროკავშირის ზოგ ქვეყანას არ შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეამციროს არსებითად რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის უნდა არსებობდეს გარკვეული კონკრეტული ვადები, რეალური უარის ან რუსული ნავთობისა და გაზის მოხმარების არსებითად შემცირებაზე.

„მხოლოდ ასე გაიაზრებს რუსეთის ხელისუფლება, რომ ომი კატასტროფაა, უპირველეს ყოვლისა, მათთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ “თუ ევროკავშირმა მხოლოდ სანქციების მეექვსე პაკეტში დაიწყო ნავთობის ემბარგოს განხილვა, მაშინ მსოფლიო ვერ აცნობიერებს როგორი ომისთვის ემზადებოდა რუსეთი. თუ ჯერ ისევ არ არსებობს რუსეთის გაზთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, მაშინ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ევროპაში არის საერთო ნება, აიძულონ რუსეთს მშვიდობა“.

ცნობილია, ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილების შესახებ, რომ მათ უარი თქვეს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღებაზე.

ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ აპრილის დასაწყისიდან ლიეტუვას რუსეთის გაზი არ მიუღია.

ზელენსკიმ ამავე მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთს უნდა ჩამოერთვას „მეზობლების ტერორის ყოველგვარი შესაძლებლობა და ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება.”

„ამ ომზე პასუხისმგებელი რუსული სახელმწიფო უნდა იყოს. რუსი ოფიციალური პირები და სამხედრო მეთაურები, ყველამ ვინც ომის დანაშაულშია დამნაშავე, პასუხი უნდა აგოს. დეპორტაციის ყველა ორგანიზატორმა და დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. რუსეთს უნდა ჩამოერთვას მეზობლების დატერორების ყოველგვარი შესაძლებლობა. ეს არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას. რეალური რუსული გეგმები ყველასთვის აშკარაა. უკრაინა მხოლოდ დასაწყისია. შემდეგ, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ შემდეგი იქნება თქვენი სახელმწიფო, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო, პოლონეთი, შუა აზიის სახელმწიფოები. მოსკოვიდან უკვე ისმის მუქარები ფინეთისა და შვედეთის მიმართ. როგორ შეუძლია ევროპას შეაჩეროს რუსეთის შემდგომი ექსპანსია, თუ ჯერ კიდევ არ შეუძლია შეაჩეროს თუნდაც ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება?” – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღესვე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის “სპეცოპერაციის” მიზნები უკრაინაში “კეთილშობილურია” და “სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევით, რუსეთის ფედერაცია დონბასის მოსახლეობას ეხმარება”.

რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის, მისი სიტყვებით კი, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ აქვს გამოცხადებული და ის, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button