მნიშვნელოვანირეგიონი
,,პუტინის ტყვეს მიეცეს მკურნალობის უფლება!”-აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან, ენმ-ს მიერ ორგანიზებული, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქტივისტებს თან აქვთ პოსტერები წარწერით: ,,პუტინის ტყვეს მიეცეს მკურნალობის უფლება!” ,,ქართული სასამართლო ბიძინას ბუტკაა!” ,,პუტინის პირადი პატიმარი!” ,,თავისუფლება მიშას!”
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინ ნაწილობრივ,საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ანალოგიური შინაარსის აქცია თბილისსა და ბათუმშიც მიმდინარეობს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება.