მნიშვნელოვანირეგიონი

ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა

დღეს, დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა

პანკისის ხეობის უხუცესის, უფროსი ქალიშვილი, “კავკასიური სახლის” ხელმძღვანელი, მექა ხანგოშვილი წერს, რომ პანდემიის გამო, თავისუფალი იჩქერიის ლიდერის გარდაცვალების თარიღი, ბოლო წელს ვერ აღნიშნეს.

“სამწუხაროდ, გარდაცვალების თარიღი პანდემიის გამო ვერ აღვნიშნეთ და გული მწყდებოდა, რომ წელსაც ასე უღიმღამოდ ჩაივლიდა ეს ისედაც სევდითა და დარდით სავსე დღე. გუშინ, ზვიადის, ჯოხარისა და ასლან მასხადოვის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ჩეჩნეთის ორივე ომგამოვლილმა სოსო თორიამ დამირეკა, ჩეჩნური დროშა გვჭირდება, ჯოხარის საიქიოში გადასვლის 25-ე წლისთავის აღნიშვნა გვინდა, ზვიადის ძეგლთანო”- ამბობს ხანგოშვილი.

პანკისელი სამოქალაქო აქტივისტი, სულხან ბორძიკაშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ჯოხარ დუდაევის გარდაცვალების დღეს, თბილისში ყოველწლიურად იკრიბებოდნენ და პირველი დამოუკიდებელი ჩეჩნეთის შექმნაში მის დამსახურებებზე საუბრობდნენ.

” მე სტუდენტი ვიყავი და მექა ხანგოშვილის თაოსნობით, 21 აპრილს ყოველწლიურად ვიკრიბებოდით. ჩემთან ერთად იყვნენ, პანკისის ხეობის ახლაგაზრდა და ხანშიშესული წარმომადგენლებიც. წელს პანკისში ამ მხრივ მოძრაობა არ შემინიშნავს, გასაგები მიზეზების გამო, ხალხი თავს იკავებს. თუმცა, ჯოხარ დუდაევი რჩება თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენი ხალხის სიმბოლოდ და ეს განსაკუთრებით აქტუალურია, ახლა, რუსეთ- უკრაინის ომის ფონზე”- ამბობს ბორძიკაშვილი.

ყოფილი საბჭოთა გენერალი, ჯოხარ დუდაევი, 1991 წლის 27 ოქტომბერს, მის ჩეჩნეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს.

ქვეყნის სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდის შემდეგ, 1994 წლის დეკემბერში, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის ბრძანებით, რუსეთმა დაიწყო გამოუცხადებელი ომი ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის წინააღმდეგ .

1996 წელს, რუსეთის სპეცსამსახურებმა, სოფელ გეხი-ჩუს ახლოს, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქვეყნის ლიდერი ჯოხარ დუდაევი, რაკეტით განხორცილებული იერიშით მოკლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button