მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი უკრაინელებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის გეგმას განიხილავს

ჩვენი სამხედროები და ჩვენი პრეზიდენტი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მარიუპოლიდან ადამიანები დროულად გამოიყვანონ – აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, პრობლემის მოგვარებას უკრაინა დიპლომატიური გზებითაც ცდილობს. დანილოვი ამბობს, რომ პუტინი არ გაჩერდება და მისი ერთადერთი ამოცანა უკრაინის მიწასთან გასწორებაა:

“პუტინი არ გაჩერდება და ეს ჩვენ კარგად ვიცით. ეს არ მოხდება არც 9 მაისს და არც სხვა დღეს. მას ერთადერთი ამოცანა აქვს და ეს ამოცანა ჩვენი ქვეყნის განადგურებას უკავშირდება. პუტინი უკრაინას ქვეყნად არ თვლის და მას ჩვენი ქვეყნის მიწასთან გასწორების გეგმა აქვს შემუშავებული. მას ასევე ჰქონდა საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის გეგმა. შემდეგ კი იქიდან მოქალაქეები ციმბირში უნდა გადაეყვანათ. იქ უკრაინელებს ქალაქებს ააშენებინებდნენ. ეს გეგმა პუტინმა შოიგუსთან ერთად განიხილა” ამბობს დანილოვი.

მარიუპოლიდან ევაკუაცია ვერ ხერხდება რუსი ოკუპანტების მხრიდან, მუდმივი თავდასხმებისა და დაბომბვების გამო.
განადგურებული ბუჩა და ნაპოვნი ცხედრები, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, მათმა ოფიცრებმა ბუჩაში 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქის უკანონო მკვლელობის ფაქტი, მათ შორის სიკვდილის დასჯის გზით, დოკუმენტურად დაადასტურეს.

გაეროს ინფორმაციით, ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში (HRMMU) გადაამოწმა და დაადასტურა მინიმუმ 5 264 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და დაშავების ფაქტი, კერძოდ : 2 345 დაღუპულისა და 2 919 დაშავებულის.

„ჩვენ ვიცით, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება, რადგან გამოვლინდება ინტენსიური ბრძოლების რაიონებში ჩადენილი საშინელებები, მათ შორის მარიუპოლში“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა.

მისი თქმით, კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო იმის გამოსავლენად, რაც ბუჩაში მოხდა.

„ბუჩას თითქმის ყველა მცხოვრებმა, ვისაც ჩვენი კოლეგები გაესაუბრნენ, გვითხრეს ნათესავის, მეზობლის ან თუნდაც უცხო ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა გამოვლინდეს, რაც იქ მოხდა და ასევე ვიცით, რომ ბუჩა არ არის იზოლირებული ინციდენტი,“- აღნიშნა მიშელ ბაჩელეტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button