თელავში ისტორიული ავტომობილების ფესტივალი ჩატარდა

ავტოკოლექციონერებმა, ინჟინერი რესრავრატორებმა და ხელით აწყობილი ავტომანქანების მფლობელებმა თელავის ცენტრალურ მოედანზე, “ისტორიული ავტომობილების ფესტივალი 2022” გამართეს.
ფესტივალზე, ამერიკული, ევროპული და ხელით ნაკეთი ისტორიული ავტომობილები, ასევე ისტორიული და კლასიკური დიზაინის მქონე მოტოციკლები იყო გამოტანილი.
გამოფენის ორგანიზატორის, ლაშა ნარსიას განმარტებით, ღონისძიების მოსაწყობად თელავის მოედანი, გარდაცვლილი ავტომოყვარული თელაველის ხსოვნის პატივსაცემად შეარჩიეს.
” კლასიკური მანქანები, კლასიკურ რეგიონში გამოიფინა და ჩვენი გარდაცვლილი მეგობრის, ოთარ ოთარაშვილის ხსოვნას ეძღვნება. აქ არის ავტომობილები, რომლებიც მაქსიმალურად ავთენტურად არის შენარჩუნებული და ძალიან საინტერესოა, რომ ადგილობრივებიც არიან გატაცებული ისტორიული მანქანების შენარჩუნებით.”- თქვა ნარსიამ.
ფესტივალის გამარჯვებული ავტომფლობელი, ირაკლი კაკაურიძე გახდა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე,. დავით შილდელაშვილი, მესამეზე კი მერაბ გუჯაბიძე გავიდა.
გამარჯვებულებს, გარდაცვლილი თელაველი ავტომოყვარულის, ოთარ ოთარაშვილის სახელობის თასი და საჩუქრები გადაეცათ.
ფესტივალზე ოთარაშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
ისტორიული ავტომობილების ფესტივალი- 2022, ავტომობილების ასოციაციის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით გაიმართა.ავტოკოლექციონერებმა, ინჟინერი რესრავრატორებმა და ხელით აწყობილი ავტომანქანების მფლობელებმა თელავის ცენტრალურ მოედანზე, “ისტორიული ავტომობილების ფესტივალი 2022” გამართეს.
ფესტივალზე, ამერიკული, ევროპული და ხელით ნაკეთი ისტორიული ავტომობილები, ასევე ისტორიული და კლასიკური დიზაინის მქონე მოტოციკლები იყო გამოტანილი.
გამოფენის ორგანიზატორის, ლაშა ნარსიას განმარტებით, ღონისძიების მოსაწყობად თელავის მოედანი, გარდაცვლილი ავტომოყვარული თელაველის ხსოვნის პატივსაცემად შეარჩიეს.
” კლასიკური მანქანები, კლასიკურ რეგიონში გამოიფინა და ჩვენი გარდაცვლილი მეგობრის, ოთარ ოთარაშვილის ხსოვნას ეძღვნება. აქ არის ავტომობილები, რომლებიც მაქსიმალურად ავთენტურად არის შენარჩუნებული და ძალიან საინტერესოა, რომ ადგილობრივებიც არიან გატაცებული ისტორიული მანქანების შენარჩუნებით.”– თქვა ნარსიამ.
ფესტივალის გამარჯვებული ავტომფლობელი, ირაკლი კაკაურიძე გახდა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე,. დავით შილდელაშვილი, მესამეზე კი მერაბ გუჯაბიძე გავიდა.
გამარჯვებულებს, გარდაცვლილი თელაველი ავტომოყვარულის, ოთარ ოთარაშვილის სახელობის თასი და საჩუქრები გადაეცათ.
ფესტივალზე ოთარაშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
ისტორიული ავტომობილების ფესტივალი- 2022, ავტომობილების ასოციაციის, თელავის
მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით გაიმართა.