“ჩვენ გვინდა ევროპა”- ენმ, ლაგოდეხში აქციას ჩაატარებს

“ჩვენ გვინდა ევროპა”- ასეთი სახელწოდებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლაგოდეხში აქციას ჩაატარებს.
ლაგოდეხის ორგანიზაციასთან ერთად, აქციაში მონაწილეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც მიიღებენ.
ლაგოდეხის საკრებულოს დეპუტატის, ნაციონალური მოძრაობიდან, ევა ლომთაძის განმარტებით, მოსახლეობასთან საუბრები
ევროპულ არჩევანზე ჩატარდება და ბუკლეტები დარიგდება.
” ჩვენ თვითონაც ვგეგმავდით, ადგილზე, მსგავსი აქტივობა ჩაგვეტარებინა. ამიტომ დავამთხვიეთ ერთმანეთს, რომ ლიდერებიც გვესწრებოდნენ. გავალთ ქალაქის ქუჩებში და მოსახლეობას ევროპულ არჩევანზე დაველაპარაკებით. გვინდა ავუხსენათ, რატომ არის აუცილებელი ეს გზა ჩვენი ქვეყნისათვის”- განაცხადა ლომთაძემ.
ლაგოდეხში აქციაში მონაწილეობას, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები, გიორგი ბოტკოველი და პეტრე ცისკარიშვილი მიიღებენ.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერები , ასეთი აქციებით სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდებიან.