რადას დეპუტატებმა ომბუდსმენ ლუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადეს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა, ომბუდსმენ ლუდმილა დენისოვასთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ხელმოწერები შეაგროვეს.
31 მაისს დანიშნულ პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი რადას წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი, საპარლამენტო კომიტეტმა უნდა განიხილოს. ამის შესახებ ვერხოვნა რადაში პარლამენტის რეგლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფროლოვმა განაცხადა.
ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ქმედება უკანონობაა და ომბუდსმენის აპარატის საქმიანობაში ჩარევას წარმოადგენს. დენისოვას თქმით, მასზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება.
“ასეთი უნდობლობის ინიციირებისათვის გათვალისწინებულია საკონსტიტუციო შემადგენლობის ერთი მესამედის (+113 დეპუტატი) არსებობა.. უკვე დღეს 31 მაისს, ქალბატონი დენისოვა შესაძლოა გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან”, – განაცხადა ფროლოვმა.
მისი თქმით, უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახური” ადამიანის უფლებათა საკითხებში პარლამენტის რწმუნებულს უნდობლობისთვის კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს:
ომის დროს უფლებადაცვითი საქმიანობასთან დაკავშირებული უფლებამოსილების შეუსრულებლობას (“ის არ ახდენდა ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფას და ტყვეთა გაცვლას”);
“მედიასთან მუშაობის გაუგებარი კონცენტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ბავშვების გაუპატიურებისა” და “არაბუნებრივი მეთოდით ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებზე”, რომლებიც ვერ იქნა დადასტურებული მტკიცებულებებით.”
24 თებერვლის შემდეგ დიდი ხნით საზღვარგარეთ ყოფნა “თბილ, მშვიდ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში”, – მოჰყავს პაველ ფროლოვის სიტყვები რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.
დენისოვა აცხადებს, რომ პრეზიდენტის ოფისს არ აწყობს მისი “აქტიური საქმიანობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისკენ არის მიმართული. ვთვლი, რომ ხელისუფლების ასეთი მოქმედება არის უკანონო და წარმოადგენს ომბუდსმენის ოფისის საქმიანობაში ჩარევას”, – განაცხადა 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლიუდმილა დენისოვამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უკრაინის პარლამენტის რწმუნებული ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მოთხოვნით ვერხოვნა რადაში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მის გადასაყენებლად.
“ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტის ოფისს არ აწყობს ჩემი აქტიური საქმიანობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისკენ არის მიმართული. ვთვლი, რომ ხელისუფლების ასეთი მოქმედება არის უკანონო და წარმოადგენს ომბუდსმენის ოფისის საქმიანობაში ჩარევას”, – განაცხადა 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლიუდმილა დენისოვამ.
უკრაინის პარლამენტში აცხადებენ, რომ ვერხოვნა რადაში უკვე მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება სახალხო დამცველის გადასაყენებლად, რომლის საქმიანობითაც დეპუტატები რამდენიმე მიზეზის გამო არიან უკმაყოფილო.
“პირველ ყოვლისა მედიაში მისი უადგილო აქტიურობის გამო”, – განაცხადეს ვერხოვნა რადაში მომუშავე ძალიან ინფორმირებულმა და გავლენიანმა წყარომ. კიდევ ერთ მიზეზად დასახელდა ასევე ომბუდსმენისა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისებს შორის “სისტემატური კოორდინაციის არარსებობა”.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ ვერხოვნა რადაზე რაიმე სახის ზეწოლას და დენისოვას განცხადებას მისი მხრიდან “კონსპიროლოგიურ ვერსიებზე” ყურადღების გადატანის სურვილით ხსნიან.
უკრაინის სოციალურ საკითხთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი სახალხო დეპუტატი ლიუდმილა დენისოვა ვერხოვნა რადამ ადამიანის უფლებათა საკითხებში თავის რწმუნებულად 2018 წლის 15 მარტს აირჩია. კანონმდებლობის თანახმად, ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა ხუთი წლით განისაზღვრება.