ფოთში მოსახლეობამ ფალიაშვილი ქუჩა გადაკეტა

ფოთში წუხელ მოსახლეობამ ფალიაშვილი ქუჩა გადაკეტა – ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო, ტერმინალებია განთავსებული.
მოსახლეობის პროტესტის მიზეზი, სატვირთო მანქანების გადაადგილებაა, რის გამოც ადგილობრივებს ხმაური და მტვერი აწუხებთ. ისინი ამბობენ, რომ ქუჩაზე გადაადგილებაც საფრთხეს წარმოადგენს.
“უკვე მეოთხე წელია იგივე პრობლემა გვაქვს, მძიმე ტვირთიანი ავტომანქანების დიდი სიჩქარით გადაადგილება, მსუბუქი მანქანები ისევ სახლში გვივარდებიან. შემოვლით გზას გვპირდებოდნენ, ახლა ბეტონზე რომ გადავიდნენ დარწმუნებული ვარ შემოვლითი გზა აღარ იქნება”, – ამბობს ადგილობრივი.
მოსახლეობის მთავარი მოთხოვნები გზის განტვირთვა, გზის საფარის მოწესრიგება და საგზაო ნიშნებთან ერთად, ვიდეო კამერების მონტაჟია, თუმცა ფოთის მერია განმარტებებს არ აკეთებს.