მნიშვნელოვანირეგიონი
მანავის ტყეში 50 წლის მამაკაცს ეძებენ

მეხუთე დღეა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 50 წლის მამაკაცს ეძებენ.
მამაკაცმა სოფელ მანავის ტყეში, საქონელი სამწყემდად წაიყვანა და მას შემდეგ, მის კვალს ვერ აგნებენ.
სამაშველო სამსახურთან ერთად, საძიებო სამუშაოებში, ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს.
თანასოფლელების ინფორმაციით, მაშველებმა, საქონელს მიაკვლიეს, თავად მამაკაცი, კი ჯერჯერობით, არ ჩანს.
ძებნის ოპერაცია, დღეს დილიდან ისევ განახლდა, თუმცა წვიმიანი ამინდის გამო, სამუშაოები შედარებით გართულებულია.