მნიშვნელოვანირეგიონი

წნორის ხანდაზმულთა სავანე “ბეთელში,” სახლახო დამცველის აპარატის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე, პირველი კომენტარები კეთდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორის ხანდაზმულთა სავანე “ბეთელში,” სახლახო დამცველის აპარატის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე, პირველი კომენტარები კეთდება.

ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი, ქალი ამბობს, რომ თავშესაფრის ადმინისტრაციასთან პრეტენზია არ აქვს და საკვებიც და ჰიგიენური პირობებიც ნორმალურია.

” ნორმალურად არის ყველაფერი, სამჯერ ვიკვებებით, ხუთი დღის წინ ვიბანავე. მადლობელი ვარ, ყველაფრისთვის, კარგი ადგილია, თავის საქმეს აკეთებენ”-.ამბობს მოხუცი.
ადმინისტრაციასთან პრეტენზიები აქვს, მამაკაც ბენეფიციარს, რომლის მტკიცებით, მას დაბანის შესაძლებლობა არ აქვს.

” ვითხოვე და მეჩხუბნენ. წინა წელს, დირექტორის ჩარევით დამბანეს. იმას ვუთხარი”- ამბობს მამაკაცი.
ხანდაზმულთა სახლის დამფუძნებელი, გივი მოსულიშვილი მონიტორინგის შედეგებს არ ეთანხმება.

” მე ვერ დავეთანხმები ამ დასკვნას. თვითონ ექიმი ვარ და არავის, მითუმეტეს ხანდაზმულს, ასეთ მდგომარეობაში არ გავაჩერებ. არ ვამბობ, რომ იდეალური მდგომარეობაა, მაგრამ არცერთი მოხუცი არ იმყოფება ღირსების შემლახავ პირობებში, უკეთესი იქნება, მობრძანდით, თქვენი თვალით ნახეთ, ან როგორ არიან, ან რით იკვებებიან. ბოლო პერიოდში თითოეული მოხუცის დაფინანსება სახელმწიფოსგან, გაიზარდა. ან ეს ჩანაწერი, რას ნიშნავს, რომ თურმე ვარჩევთ მოხუცებს ერთმანეთისგან. მსგავსი არასოდეს არაფერი მომხდარა. ხომ გითხარით, იდეალური ვითარება არ არის, მაგრამ ყველა სხვასთან შედარებით, ჩვენი მოხუცები, ბევრად უკეთეს პირობებში არიან”- განაცხადა მოსულიშვილმა.
ანგარიშს არ ეთანხმება ხანდაზმულთა სავანეს მენეჯერი, ილია დემეტრაშვილიც.

” არ ვეთანხმები, არ არის სწორი. წამოდით და თქვენი თვალით ნახავთ, რომ არავითარი ანტისანიტარია აქ არ არის. პირველზეც, მეორეზეც აბაზანებია. მიბრძანდით და ჩემს გარეშე ჰკითხეთ მოხუცებს,ყველაფერს გეტყვიან”- ბობს დემეტრაშვილი.

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიში, ჯერჯერობით არ მიუღიათ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მერის მოადგილე, დავით დურგლიშვილი ” “პრაიმთაიმთან ” საუბარში ამბობს, რომ ანგარიშს გაეცნობიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

” ჩვენ ეს ანგარიში არ მიგვიღია. თუ გამოქვეყნდა, ვნახავთ და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. ამ წუთში გამიჭირდება რამის თქმა, რადგან მონიტორინგის შედეგებს არ ვიცნობ”- განაცხადა დურგლიშვილმა.
სახლახო დამცველის აპარატმა ხანდაზმულთა სახლი 17 ივნისს შეამოწმა, მონიტორინგის ანგარიში კი, გუშინ, 21 ივნისს გამოაქვეყნა.
მონიტორინგის მასალების თანახმად, ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.
სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროსგან რეაგირება და დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების სხვაგან გადაყვანა მოითხოვა.

წნორის ხანდაზმულთა სახლი სათემო ორგანიზაციაა, სადაც 21 ფენეფიციარია მოთავსებული. აქედან, 17 მოხუცის მომსახურებას სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ,600 ლარით აფინანსებს, 2 პირის მომსახურების ხარჯს მუნიციპალიტეტი იხდის, ორი ხანდაზმული კი, თვითდაფინანსებაზეა.
სახე დავუბლაროთ

მსგავსი პოსტები

Back to top button