მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთ უკრაინის ომის ხუთი თვე

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინას პირველად ეწვია

რუსეთი აგრძელებს სამხედროების დაკარგვას უკრაინაში. დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიდევ 150 დამპყრობელი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 26 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 34 850

📌ტანკი – 1 532

📌ჯავშანტექნიკა – 3 659

📌საარტილერიო სისტემა – 764

📌სარაკეტო სისტემა – 243

📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99

📌თვითმფრინავები – 217

📌ვერტმფრენი – 184

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 630

📌საკრუიზო რაკეტები – 139

📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 564

📌გემი/ნავი/კატარღა – 14

📌სპეციალური აღჭურვილობა – 60.
ომის დაწყებიდან მეხუთე თვეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინას პირველად ეწვია.

„როიტერსის“ ცნობით, შოიგუმ უკრაინაში რუსული სამხედრო ქვედანაყოფების დაათვალიერა. მან მეთაურებისგან რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმდინარე სიტუაციისა და მთავარ ოპერატიულ ადგილებში მოქმედებების შესახებ მოხსენებები მოისმინა.

ცნობილი არაა თუ როდის შედგა აღნიშნული ვიზიტი.
ომის დაწყების დღიდან 34 850 რუსი სამხედროა განეიტრალებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button