მნიშვნელოვანისიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

ლელო საქართველოსთვის განცხადებით რეგიონებისთვის, 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძვრება უფასო ავტობუსები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, 3 ივლისს, პარლამენტთან აქცია გაიმართება. 3 ივლისს, 20:00 საათზე აქციის გამართვის გადაწყვეტილება 24 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც 3 ივლისს იწურება.

ამასთან, მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადება.

„ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!

იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება“, – ნათქვამია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან ლელო საქართველოსთვის განცხადებით, 20:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად სპეციალურად რეგიონებისთვის, 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძვრება უფასო ავტობუსები დედაქალაქის მიმართულებით.

როგორც ლელოს განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია საათობრივად განახლდება, დაემატება სხვადასხვა ქალაქები და რაიონული ცენტრები, საიდანაც მოქალაქეებს შეეძლებათ გამოჰყვნენ სპეციალურად გამოყოფილ ავტობუსებს – აქციაზე დასასწრებად.

“3 ივლისს 20:00 საათზე – რუსთაველზე ვიკრიბებით ევროპული მომავლის დასაცავად.

ავტობუსების განრიგი

წალენჯიხა 9:30 | მერიის მიმდებარე ტერიტორია
ბათუმი 10:00 | “ლელოს” ოფისი. ფარნავაზ მეფის #46.
ზუგდიდი 11:30 | გუბერნიის წინ მოედანი
ჩხოროწყუ 12:00 | ცენტრალური მოედანი
ხარაგაული 14:30 | კინოთეატრი
ჭიათურა 14:30 | ნინოშვილის ქუჩა
სამტრედია 14:30 | ჭავჭავაძის ქუჩა
ზესტაფონი 15:30 | ცენტრალური მოედანი
ტყიბული 14:30 | კარლო ლომიძის მოედანი
ლანჩხუთი 13:00 | ჟორდანიას ქუჩა”, – წერია ლელოს განცხადებაში.
3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქციაა დაგეგმილი – შინ ევროპისკენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button