მნიშვნელოვანისიახლეები

ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

არსებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენში, 2 პილოტთან ერთად რამდენიმე მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა, საუბარია 8-9 ადამიანზე.

არაოფიციალური ინფორმაციით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტები, სავარაუდოდ ორი ადამიანი, ცოცხლები არიან და მათ გადასარჩენად სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

როგორც ცნობილია, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.

“გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
გარდა ამისა, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button