მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სტოლტენბერგმა უკრაინა-რუსეთის ომი მეორე მსოფლიო ომს შეადარა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, სამშობლოში, ნორვეგიაში 4 აგვისტოს სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ
უკრაინის ომი ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთს გამარჯვების უფლება არ უნდა მისცენ.

“ჩვენს ინტერესებშია, რომ აგრესიული პოლიტიკის ამგვარმა ფორმამ წარმატებას ვერ მიაღწიოს,“ თქვა სტოლტენბერგმა, რომელიც თვლის, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან ამჟამინდელ მსოფლიო წესრიგზე თავდასხმაა.

ჩვენს ინტერესებშია, რომ პუტინმა უკრაინაში ომი არ მოიგოს, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც ევროპაში ახლანდელი ვითარება შეაფასა, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სახიფათო.

მისივე თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს გაუკეთებს იგივეს, რაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაუკეთა, ამ შემთხვევაში ამ პროცესებში სრულიად ნატო იქნება ჩართული.

„ჩვენს ინტერესებშია, რომ ასეთი ტიპის აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას არ მიაღწიოს. ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო საშინელი იქნება, თუ ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის იქნება. ეს არის ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშიში ვითარება. თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაიფიქრებს მაინც, რომ ნატო-ს ქვეყანას გაუკეთოს იგივე, რაც მან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაუკეთა, შემდეგ სრულიად ნატო დაუყოვნებლივ იქნება ჩართული. ეს მხოლოდ უკრაინაზე, დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერზე თავდასხმა არ არის. ეს ასევე არის თავდასხმა ჩვენს ფასეულობებსა და სამყაროს ისეთ წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვინდა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, იმისთვის რომ მოსკოვმა წარმატებას ვერ მიაღწიოს, NATO-ს და მის წევრ ქვეყნებს, შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში მოუწიოთ უკრაინის შეიარაღებითა და სხვა ტიპის სერვისებით თუ პროდუქტებით დახმარება რათა რუსეთის ხელი მოეცაროს 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ არაპროვოცირებულ ომში.

“ჩვენ ინტერესში შედის, რომ მსგავსი აგრესიული პოლიტიკა არ დასრულდეს წარმატებით, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა შემდგომ ხაზი გაუსვა ასევე ნატოს ურყევ გადაწყვეტილებას, რომ დაიცვას ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყანა რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში.

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ომმა გამოიწვია ის, რომ ფინეთმა და შვედეთმა, რომლებიც ადრე არ შეუერთდნენ ნატოს, ალიანსს მიმართეს გაწევრიანების თხოვნით, რაც დღესდღეობით უკვე მხარდაჭერილი და რატიფიცირებულია ჩრდილოატლანტიკური კავშირის 30-დან 23 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ.

“ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ უკრაინაზე, 40 მილიონიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოზე თავდასხმა, არამედ ყველა იმ ფასეულობასა და მსოფლიო წესრიგზე თავდასხმა, რომელიც ჩვენ გვსურს”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში შესვლა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ მიღებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ შვედეთი და ფინეთი მფარველობენ „ტერორისტებს“, რომლებსაც ანკარა ებრძვის. 28 ივნისს, მადრიდში, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტის ფარგლებში, სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, უნდა შეიქმნას ერთობლივი მექანიზმი ტერორიზმთან საბრძოლველად თანამშრომლობის განმტკიცებისთვის, შვედეთი და ფინეთი კი გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს შიდა კანონმდებლობის გასამკაცრებლად. მემორანდუმის ხელმოწერიდან მეორე დღეს, 29 ივნისს, ნატოს ლიდერებმა შვედეთი და ფინეთი ორგანიზაციაში ოფიციალურად მიიწვიეს.

ნატოს სიის თანახმად, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებისთვის ოფიციალური თანხმობა ჯერჯერობით არ მიუციათ ალიანსის შვიდი წევრი სახელმწიფოს: ჩეხეთის რესპუბლიკის, საბერძნეთის, უნგრეთის, პორტუგალიის, სლოვაკეთის, ესპანეთისა და თურქეთის პარლამენტებს.
ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის ყოფნის ვადა 30 სექტემბერს უნდა ამოწურულიყო, მაგრამ უკრაინაში ომის გამო 24 მარტს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის კიდევ ერთი წლით უხელმძღვანელებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

მსგავსი პოსტები

Back to top button