მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა.

ბერლინში მის ისლანდიელ კოლეგასთან თორდის გილფადოტირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბერმოკმა განაცხადა, რომ “ის, რაც მოხდა ბოლო ექვს თვეში, ვერასოდეს იქნება ანულირებული“.

მისი თქმით, სანამ ეს სასტიკი და აგრესიული ომი გაგრძელდება, გერმანია ამხედრო დახმარებით უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

როგორც გერმანიის პირველმა დიპლომატმა დასძინა, სანამ ეს სასტიკი აგრესიული ომი გაგრძელდება, გერმანია გააგრძელებს სამხედრო დახმარებით უკრაინის მხარდაჭერას.

თავის მხრივ, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა “უკრაინელი ხალხის მხარესაა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მათ გმირულ ბრძოლაში”.

მან პირობა დადო, რომ “დაეხმარება უკრაინას აღდგენაში, რათა ახალგაზრდა თაობას ჰქონდეს იმედისა და ოცნების მიზეზი.

ამასთან, ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button