მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და ეკონომიკურ ბლოკში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოვიდა ევროკავშირის გაფართოების და ბლოკში საბოლოოდ უკრაინის მოლდოვისა და საქართველოს მიღების მოწოდებით. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოებისკენ მორიგი საფეხური იქნებოდა კავშირში უმრავლესობის წესით კენჭისყრის შემოღება.

29 აგვისტოს პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში, შოლცმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ილაპარაკა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას მოუწოდა, „შეაკავშირონ რიგები, გადაჭრან ძველი კონფლიქტები და იპოვონ ახალი გადაწყვეტილებები“ და თქვა, რომ გერმანია კიევს დაეხმარება „იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“.

„ბევრად უფრო ძლიერად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გაერთიანებული ევროპის გავლენა… ევროპა – ეს ჩვენი მომავალია და ეს მომავალი ჩვენს ხელთ არის,“ თქვა შოლცმა თავის სიტყვაში „ევროპა ჩვენი მომავალია“.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უმრავლესობის კენჭისყრაზე გადასვლა ეკონომიკური ბლოკის გაფართოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. მან დაადასტურა ევროკავშირის გაფართოების კუთხით გერმანიის მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები საბოლოოდ უნდა შეუერთდნენ ევროკავშირს.

„თუმცა, ამ გაფართოებულ კავშირში, წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებები გაიზრდება პოლიტიკური ინტერესების, ეკონომიკური გავლენისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის კუთხით. დღეს, სადაც ერთსულოვნებაა საჭირო, ინდივიდუალური ქვეყნის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენების და დანარჩენი წევრი ქვეყნების წინსვლისთვის ხელის შეშლის რისკი იზრდება ყოველი დამატებითი წევრი ქვეყნის მიღებისას. ამიტომ, მე შევთავაზე საერთო საგარეო პოლიტიკაში უმრავლესობის კენჭისყრაზე ეტაპობრივი გადასვლა, ისევე როგორც სხვა სფეროებში, როგორიცაა გადასახადების პოლიტიკა, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია ემხრობა ევროკავშირის გაფართოებას და აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა და, საბოლოოდ, საქართველო – ბლოკს უნდა შეუერთდნენ.

„მაშინ, როცა დღეს ერთსულოვნებაა საჭირო, ყოველი ახალი წევრის მიღებით იზრდება საფრთხე, რომ ცალკეული ქვეყანა ვეტოს უფლებას გამოიყენებს და ყველა დანარჩენს წინსვლაში დააბრკოლებს,“ თქვა შოლცმა. „ამიტომ გამოვედი წინადადებით, ეტაპობრივად გადავიდეთ უმრავლესობის წესით კენჭისყრაზე ზოგად საგარეო პოლიტიკაში, ასევე ისეთ სფეროებშიც, როგორიცაა საგადასახადო პოლიტიკა. თუმცა კარგად მესმის, რომ ამას შედეგები ექნება გერმანიისთვის,“ დასძინა შოლცმა.

უკრაინის დახმარების შესახებ საუბრისას შოლცმა თქვა, რომ გერმანია კიევს უახლოესი კვირების განმავლობაში გაუგზავნის იარაღს.

ოლაფ შოლცის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების, სარადიოლოკაციო სისტემებისა და დრონების გაგზავნის გარდა გერმანიამ შეიძლება საკუთარ თავზე აიღოს განსაკუთრებული ვალდებულება უკრაინის საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის პოტენციალის გაძლიერების თვალსაზრისით.

მსგავსი პოსტები

Back to top button