რადიაციის საფრთხე უკრაინაში

ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5.5 მილიონ ტაბლეტს გადასცემს, რათა ქვეყანაში ადამიანები პოტენციური რადიაციული ზემოქმედებისაგან დაიცვას, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კომისიის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ტაბლეტები უკრაინის მთავრობამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო „დაცვის დონის გაზრდის“ მიზნით მოითხოვა.
„არც ერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იქნას გამოყენებული ომის თეატრად. მიუღებელია ის, რომ სამოქალაქო პირების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა სამხედრო მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში ჯანეზ ლენარჩიჩმა.
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 ექსპერტი, რომლებიც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს უნდა ეწვიონ, კიევში დღეს ჩავიდნენ.
მისიის ძირითადი მიზნებია: დაზიანების შეფასება;უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების განსაზღვრა; საკადრო პირობების შეფასება; უსაფრთხოების გადაუდებელი ზომების განხორციელება.
ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რეგულარულად იბომბება. რუსეთის არმიამ სადგური სამხედრო ბაზად აქცია.