მნიშვნელოვანირეგიონი
ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

დაჭრა სიღნაღის მუნიციპალიტეტში-სოფელ ბოდბეში ქმარმა ცოლს ესროლა
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი წნორის არქიმედეს კლინიკაში მოათავსა.
ექიმების განმარტებით, ქალის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ის თბილისში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე, ქმრის დასაკავებლად, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.