მნიშვნელოვანირეგიონი

მეუღლის დაჭრაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 27 წლის მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მამაკაცი ცხელ კვალზე აიყვანეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მეუღლეს ურთიერთშელაპარაკების დროს წარმოშობილი კონფლიქტისასსანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში მძე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ქალი, თავდაპირველად წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ის თბილისში, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, დაჭრის ფაქტი გუშინ, 4 სექტემბერს მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button