რეგიონი

სოფელ საჩინოს სკოლის დირექტორი ავარიაში მოყვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს,ნაგურუს უბანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით ამავე სოფლის მკვიდრი და სკოლის დირექტორი, 50 წლამდე ქალი, საკუთარი სახლის წინ მანქანას აბრუნებდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადაიჩეხა. მან თავის არეში ძლიერი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

მანქანა და ქალის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ამოყვანილია.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button