მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 53 850 ჯარისკაცი დაკარგა.მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 15 სექტემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

📌ტანკი – 2193
📌ჯავშანტექნიკა – 4682
📌საარტილერიო სისტემა – 1295
📌ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 311
📌საჰაერო თავდაცვის სისტემა – 167
📌თვითმფრინავი – 250
📌ვერტმფრენი – 215
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 908
📌ფრთოსანი რაკეტა – 233
📌გემი/ნავი – 15
📌სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 3522
📌სპეცტექნიკა – 120

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button