მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 384 ბავშვი მოკლეს
უკრაინის ომის 204-ე დღე

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 384 ბავშვი მოკლეს, დაშვდა 1 134-ზე მეტი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა
➡დონეცკის რეგიონში – 393
➡ხარკოვის ოლქში – 210
➡კიევის ოლქში – 116
➡ჩერნიგოვის ოლქში – 68
➡ლუგანსკის ოლქში – 61
➡ნიკოლაევის ოლქში – 72
➡ხერსონის ოლქში – 55
➡ზაპოროჟიეს ოლქში – 46
➡ლასტროვის ოლქში – 45.
რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 440 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.