ე.წ.ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შენობაში მომხდარ აფეთქებას „გენერალური პროკურორი“ და მისი მოადგილე ემსხვერპლნენ

რუსეთის მედიის ცნობით, 16 სექტემბერს ე.წ. “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” გენერალური პროკურატურის შენობაში მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც სეპარატისტული რეგიონის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო დაიღუპა. რუსეთის პროპაგანდა მომხდარს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ ტერაქტს უწოდებს.
“სერგეი გორენკო დაიღუპა ლუჰანსკში გენერალური პროკურატურის შენობაში IED-ის [ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა] აფეთქების შედეგად.” – განაცხადა ოკუპირებული ლუჰანსკის შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ვიტალი კისელევმა
მასთან ერთად დაიღუპა მისი მოადგილე, ეკატერინა სტეგლენკო.
უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ლუჰანსკში ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა.
ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციული შენობიდან კვამლი ამოვიდა.
როგორც ოდესის OVA-ს სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა აღნიშნა, აფეთქებები, სავარაუდოდ, მოხდა რუსების მიერ დაკავებული რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან – სააპელაციო სასამართლოს მიდამოში.
რუსეთმა უკვე დაადანაშაულა უკრაინული ძალები თავდასხმაში.
პროკურატურის შენობის წინ შეკრებილი არიან “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები.
იუწყებიან, რომ გორენკოს სამუშაო კაბინეტში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოვიდა მოქმედებაში.
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გენერალური პროკურორის“ და მისი მოადგილის ლიკვიდაცია უნდა ჩაითვალოს ადგილობრივი ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების დაპირისპირებად, რომლებმაც ვერ გაიყვეს გაძარცული ქონება ფართომასშტაბიან გაქცევამდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაოლო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისივე განცხადებით, შესაძლებელია ეს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო დანაშაულების მოწმეების მოშორებაც იყოს.
„შესაძლებელია ეს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო დანაშაულების მოწმეების „წმენდაც“ იყოს. გამოძიება აჩვენებს“, – წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ე.წ.ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შენობაში მომხდარ აფეთქებას „გენერალური პროკურორი“ და მისი მოადგილე ემსხვერპლნენ.